imedi /  21 მარტი 2017, 08:00 / სანდო წყარო

დიმიტრი ლორთქიფანიძეს დაკითხავენ

დიმიტრი ლორთქიფანიძე

2011 წლის 26 მაისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით დიმიტრი ლორთქიფანიძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სტატუსით 11 საათზე დაიკითხება.

ამჟამად პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორქიფანიძე, 2011 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 

„საჭიროა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, როგორც დემოკრატიული მოძრაობის, პოლიტიკური საბჭოსა და წარსულში პარლამენტის წევრი, რომლისთვისაც ძალიან ბევრი ინფორმაციაა ცნობილი ამ საკითხთან დაკავშირებით მზად ვარ საქართველოს მთავარ პროკურატურას წარვუდგინო ჩემს ხელთ არსებული ყველა მასალა და მოხარული ვიქნები თუ აღნიშნული ინფორმაციის წარდგენის შემდეგ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით გამოძიება დაჩქარდება და იზეიმებს ჭეშმარიტება,“ - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები ()