imedi /  21 მარტი 2017, 08:10 / სანდო წყარო

სერგეენკომ სომეხ კოლეგას უმასპინძლა

დავით სერგეენკო

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოსომეხ კოლგას, ლევონ ალთუნიანს შეხვდა. მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. 

დელეგაციის წევრები 2 დღის განმავლობაში (20-21 მარტი) გაეცნობიან საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს, სამედიცინო რეგულირებისა და ფარმაცევტულ საკითხებს. 
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე სამველ მარგარიანი და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ ბაზარჩიანი. 
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობასაც გაეცნობიან.

კომენტარები ()