imedi /  21 მარტი 2017, 08:36 / სანდო წყარო

ბაქრაძე: აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

დავით ბაქრაძე

"აშშ ყოველთვის ყურადღებით აკვირდება რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებს გამოეხმაურა აშშ-ის როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში", - ამბობს საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში.

დავით ბაქრაძის განმარტებით, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არაღიარების პოლიტიკას და მომავლის მშვიდობიან დეოკუპაციას. ელჩის თქმით, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ქვეყნის ყველა უწყება კარგადაა ინფორმირებული მცოცავი ანექსიის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. მისი განმარტებით, რუსეთის აგრესიას პარტნიორი ქვეყნისგან მუდმივად დროული და მკაფიო რეაგირება მოჰყვება.

მცოცავი ანექსია, ოკუპაცია და რუსეთის აგრესია ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს დაგეგმილ შეხვედრებზე ყურადღებას გაამახვილებს. მიხეილ ჯანელიძე სენატორებს, კონგრესმენებს და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.   

კომენტარები ()