imedi /  21 მარტი 2017, 13:36 / სანდო წყარო

მეტეოროლოგები მოსალოდნელ ამინდზე საუბრობენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება. 20-21 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში წვიმდა, მაღალმთიან რაიონებში კი თოვდა. ქროდა დასავლეთის მიმართულების ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირდა ძლიერი ქარი. 

"მეტეროლოგიური სადგურებიდან შემოსული ინფორმაციის მონაცემებით, დაფიქსირდა ქარის სიჩქარე: გორში 28მ/წმ, თბილისის ვაშლიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემით - 24 მ/წმ, თბილისის აეროპორტის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ შეადგინა - 32 მ/წმ, რაც არსებული კლასიფიკაციით, გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება. მარნეულში - 19 მ/წმ.; ქობულეთში - 19 მ/წმ; მთა-საბუეთზე - 23 მ/წმ. დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17 – 22 მ/წმ იქნება", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

22 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონებში.

კომენტარები ()