imedi /  09 აპრილი 2017, 13:35 / სანდო წყარო

პატრიარქმა ბზა აკურთხა და მრევლი დალოცა

”დღეს კიდევ ერთხელ ვფიქრობთ იმის შესახებ, რა ახლოს არის მწუხარება და სიხარული. ბზობის დღეს იესო ქრისტე, როგორც მეფე შევიდა იერუსალიმში. ერი ზეიმით ხვდებოდა მათ და უგალობდა ”ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა”. რამდენიმე დღის შემდეგ იგივე ერი უღალატებს და იყვირებს ”ჯვარს აცვი ეგე”, -განაცხადა პატრიარქმა. 

პატრიარქმა მრევლს სიხარულისა და მწუხარების ცვალებადობაზეც ესაუბრა და აღნიშნა, რომ არც ერთის უნდა ეშინოდეთ. 

"ადამიანი არ უნდა შეუშინდეს არც სიხარულს და არც მწუხარებას. ეს ყველაფერი მოვლენილია ღვთისგან. სიხარულსაც და მწუხარებასაც ადამიანმა უნდა გაუძლოს. სიხარული იცვლება მწუხარებით და მწუხარება იცვლება სიხარულით. ღმერთმა ინებოს სიხარული სუფევდეს აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე”, - თქვა პატრიარქმა.

მან ბზა აკურთხა და ის ჭურჭელიც დალოცა, რომლითაც იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს ჩამოაბრძანებენ. მომლოცველები იერუსალიმში დღეს მიემგზავრებიან.

კომენტარები ()