imedi /  09 აპრილი 2017, 15:19 / სანდო წყარო

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში თოვს

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში თოვს. დღეს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 7-12 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 12-17 გრადუსი. გაძლიერდება ქარი.

დასავლეთ საქართველოში ყველგან წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში კი თოვლი იქნება. ანალოგიური ამინდი შენარჩუნდება ხვალაც, თუმცა დასავლეთ საქართველოში ნალექის ინტენსივობა იკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ღამე ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 11-12 აპრილს ამინდი შედარებით გაუმჯობესდება. 

კომენტარები ()