imedi /  11 აპრილი 2017, 11:57 / სანდო წყარო

თბილისი მოდის კვირეულის მე-15 სეზონს უმასპინძლებს

19 აპრილს თბილისი მოდის კვირეულის მეთხუთმეტე სეზონს უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო უკვე მეექვსედ უჭერს მხარს.

თბილისის მოდის კვირეული 5 დღეს გასტანს და 24 აპრილს დასრულდება, რომლის ფარგლებშიც 18 ქართველი დიზაინერი აუდიტორიას საკუთარ ნამუშევრებს გააცნობს. 

მოდის კვირეულს დაესწრება მყიდველების ჯგუფი (ე.წ „ბაიერები“) ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა: Harvey Nichols (Hong Kong) RIJOUX STORE (Tel-Aviv), Concept Store PORTA 9 (Russia), Al Duca D’acosta (Venice), United Legend (Strasbourg), Joseph Store (London). კვირეულის შოურუმში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ქართული კომპანია, რომლებიც უკვე სტაბილურად მუშაობენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე - "ლაზეთი", "ვოგი" და "ლევანტო".

კომენტარები ()