ტაბლოიდი

25 თებერვალი 2017, 17:00

ბერლუსკონისთან სადილი აუქციონზე იყიდება

ლოტის აღწერაში ნათქვამია, რომ ბერლუსკონის სახით გამარჯვებული მიღებს "ურთიერთობის გენიას" და "იტალიური პოლიტიკის ერთ-ერთ ბურჯს". ყოფილ პრემიერმინისტრთან სადილის ფასმა 30,25 ევროს მიაღწია, გათამაშებაში 17 ადამიანი მონაწილეობდა.

25 თებერვალი 2017, 16:08

დათვის ბელი ინტერნეტვარსკვლავი გახდა

დათვის ბელი, რომელმაც მდინარეზე გადასვლა ვერ გარისკა, ინტერნეტვარსკვლავი გახდა. ვიდეო 200 ათასამდე მომხმარებელმა ნახა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ იხევს უკან წყლისგან შეშინებული ბელი. მას მეორე ნაპირზე გადასვლაში დედა დაეხმარა.

25 თებერვალი 2017, 15:59

ავსტრალიელი სერფერი ზვიგენის თავდასხმას ბეწვზე გადაურჩა

ავსტრალიელი სერფერი ზვიგენის თავდასხმას ბეწვზე გადაურჩა. კადრები, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა, სამხრეთ უელსის შტატის მმართველობამ დრონით გადაიღო, რომლითაც სანაპიროზე ზვიგენების გადაადგილებას აკონტროლებენ.

25 თებერვალი 2017, 14:14

ოპრა უინფრი არ ნანობს, რომ შვილი არ ჰყავს

ყველაზე მდიდარი ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი აცხადებს, რომ არ ნანობს უშვილობას. 63 წლის წამყვანი მიიჩნევს, რომ აფრიკელი გოგონების დახმარებით, მის ცხოვრებაში საკმარისი სითბო და სინათლეა - „იმისათვის, რომ კარგი დედა ვყოფილიყავი, მოთმინება არ მეყოფოდა".

25 თებერვალი 2017, 08:23

პელეს შვილი ხელისუფლებას ჩაბარდა

ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელის პელეს შვილი ედსონ ჩოლბი ნასიმენტუ, ხელისუფლებას ჩაბარდა, ეს ნაბიჯი ედინიომ მას შემდეგ გადადაგა, რაც მას ნარკოტიკებით ვაჭრობისთის პატიმრობის ვადა შეუმცირეს.

25 თებერვალი 2017, 01:35

ისრაელის მოქალაქეს კოლუმბიიდან ბომბზე ხუმრობის გამო აძევებენ

კოლუმბიის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტის "ელ-დორადოს" უსაფრთხოების სამსახურმა ბორტიდან ჩამოსვა ისრაელელი მგზავრი, რომელსაც რეისის ხანგრძლივი შეფერხების გამო ნერვებმა უმტყუნა და თქვა, რომ თვითმფრინავს ააფეთქებს.

25 თებერვალი 2017, 00:46

ტონგას ზეთიანმა მედროშემ ძალები სათხილამურო სპორტში მოსინჯა

პიტა ტოფატოფუას, რომელიც რიოს ოლიმპიადის გახსნაზე ტანზე ქოქოსის ზეთწასმული გამოვიდა, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე მოხვედრა სურს. ტონგაში თხილამურებზე ვერ დადგებოდა, ამიტომ ფინეთში ჩავიდა და მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპში მიიღო მონაწილეობა.

24 თებერვალი 2017, 18:34

ბრიტანელებმა თმის ქამელეონი საღებავი შექმნეს

ბრიტანულმა კომპანიამ The Unseen-მა უნიკალური თმის საღებავი შექმნა, რომელიც ფერს იცვლის. ახალ საღებავს "ქამელეონის" ეფექტს, თერმოქრომული პიგმენტები აძლევს, რომელიც ტემპერატურულ ცვლილებებზე რეაგირებს.

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}