imedi /  14 აპრილი 2017, 21:39 / სანდო წყარო

ანჯელინა ჯოლი ისევ თხოვდება

ანჯელინა ჯოლი

ეს ამბავი ახლა უცხოური ყვითელი მედიის ყურადღების ცენტრშია. InTouch Weekly -ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ანჯელინა ჯოლი სერიოზულად გაიტაცა 40 წლის ბრიტანელმა ბიზნესმენმა და ფილანტროპმა, რომლის სახელიც ჯერჯერობით უცნობია.

ჰოლივუდის ინფორმირებული წყაროების ცნობით, ანჯელინამ ბიზნესმენი ლონდონში საერთო მეგობრების წვეულებაზე გაიცნო. თუმცა არსებობს გაცნობის შესახებ სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვითაც ისინი ერთმანეთს გაეროს ერთ-ერთ ღონისძიებაზე შეხვდნენ. ასეა თუ ისე, როგორც გამოცემა წერს, ახლა ისინი ბრედ პიტთან სასამართლო დავის დასრულებას ელოდებიან, რათა საკუთარი ურთიერთობა გააფორმონ.

თავად მსახიობებს პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ სურთ.

კომენტარები ()