imedi /  17 აპრილი 2017, 23:29 / სანდო წყარო

ტრამპს ჰიმნის შესრულებისას გულზე ხელის დადება დაავიწყდა

ტრადიციულ სააღდგომო ცერემონიაზე, აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისას, დონალდ ტრამპს გულზე ხელის დადება დაავიწყდა. მისმა მეუღლე მელანია ტრამპმა ეს სწრაფად შენიშნა და "მალულად" პრეზიდენტს ხელზე ხელი ჰკრა.

ეს მომენტი CNN-ს არ გამოჰპარვია. 

ცერემონიას პრეზიდენტისა და მელანია ტრამპის ვაჟი ბარონიც ესწრებოდა. 

კომენტარები ()