imedi /  19 აპრილი 2017, 19:18 / სანდო წყარო

ვიქტორია ბექჰემს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცეს

მოდის ინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის, დიზაინერ ვიქტორია ბექჰემს პრინცმა უილიამმა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონია ბაკინგემის სასახლეში გაიმართა. ვიქტორია ბექჰემის თქმით, ის ბედნიერია მიღებული ჯილდოთი და ამაყობს საკუთარი წარმომავლობით. "ამ ორდენის მიღება ჩემთვის დიდი პატივია," - თქვა დიზაინერმა. მან ასევე ხაზი გაუსვა ოჯახის მხარდაჭერას და თქვა, რომ ოჯახის თანადგომის გარეშე ამას ვერ შეძლებდა. 

ვიქტორია ბექჰემმა 2004 წელსაც მიიღო მსგავსი ჯილდო დიდი ბრიტანეთის დედოფლისგან, მაშინ ელისაბედ II-მ დიზაინერი საკუთარი ხელით დააჯილდოვა.

ვიქტორია ბექჰემი დიდ ბრიტანეთში დაიბადა და ცხოვრების დიდი ნაწილიც ბრიტანეთში აქვს გატარებული, მაგრამ ამჟამად აშშ-ში ქმარ დევიდ ბექჰემთან და 4 შვილთან ერთად ცხოვრობს. 

კომენტარები ()