imedi /  19 აპრილი 2017, 21:39 / სანდო წყარო

ოპტიკური ილუზიის პლაკატები ცხოველის აყვანისკენ მოუწოდებს

ფოტოგრაფმა ამოლ ჯადავმა და მისმა თანაშემწემ პრანავ ბაიდმა, ჩრდილების დახმარებით შექმნეს ფოტოები, რომელშიც ადამიანებთან ცხოველის სილუეტი ჩანს. ამის მიზეზი ინდური ორგანიზაცია World For All-ის აქცია გახდა, რომელიც ქუჩის ძაღლებს ეხმარება და ადამიანებს ცხოველის აყვენისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ გამოცემა Peta Pixel-ი წერს.

ორგანიზატორების თქმით, უჩვეულო პლაკატების დახმარებით, აქციის პირველივე დღეს საკუთარი სახლი 42-მა ცხოველმა იპოვა.

 

კომენტარები ()