imedi /  20 აპრილი 2017, 01:08 / სანდო წყარო

პროფესიონალი მონადირე ალიგატორებმა შეჭამეს

ზიმბაბვეში ორი ალიგატორის სხეულში აღმოაჩინეს ნაწილები, რომელიც სავარაუდოდ დაკარგულ პროფესიონალ მონადირეს, სკოტ ვან ზილს ეკუთვნის. ამის შესახებ ცნობას Daily Telegraph ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ის ზიმბაბველ კოლეგებთან ერთად, რამდენიმე ძაღლის თანხლებით მანქანით მიდიოდა. ერთ მომენტში მონადირეები ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ ვან ზილი აღარავის უნახავს. ძაღლები ბანაკში პატრონის გარეშე დაბრუნდნენ. მისი ნივთები კი მანქანაში დარჩა.

მაშველების და ვერტმფრენის მონაწილეობით სამძებრო ოპერაცია ჩატარდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მდინარე ლიმპოპოს ნაპირზე ვან ზილის ზურგჩანთა იპოვეს. პოლიციამ ახლომახლო მყოფი ორი ალიგატორის მოკვლა გადაწყვიტა, ვინაიდან ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა ისინი მონადირის დაკარგვასთან კავშირში ყოფილიყვნენ.

ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ადგენს, ალიგატორების სხეულში აღმოჩენილი ნაწილები ეკუთვნის თუ არა ვან ზილს.

კომენტარები ()