imedi /  20 აპრილი 2017, 03:24 / სანდო წყარო

ჩინეთის აეროპორტში ცოლ-ქმრის ჩხუბის გამო რეისი შეყოვნდა

ასაფრენ ბილიკზე ცოლ-ქმრის ჩხუბის გამო, ჩინეთში, სამგზავრო ლაინერის გაფრენა ნახევარი საათით გადაიდო, - წერს Mirror-ი.

აეროპორტის თანამშრომლების ცნობით, წყვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჯერ კიდევ ასაფრენ ბილიკზე გასვლამდე დაიწყო, შემდეგ ჩხუბი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. ჩხუბის შეწყვეტის შემდეგ ცოლ-ქმარს თვითმფრინავის ბორტზე ასვლა აუკრძალეს. ისინი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. სამართალდამცველების თქმით, წყვილი განქორწინების პროცესშია. 

 

კომენტარები ()