imedi /  20 აპრილი 2017, 11:39 / სანდო წყარო

ფრანგმა მხატვარმა აბრაჰამ პუანშევალმა წიწილა გამოჩეკა

პუანშევალის მიერ გამოჩეკილი
წიწილა

ფრანგმა მხატვარმა აბრაჰამ პუანშევალმა პარიზის ხელოვნების მუზეუმში Palais de Tokyo-ში, სპეციალურად შემინულ ვიტრინაში, ქათმის კვერცხებიდან წიწილა გამოჩეკა. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

პერფორმანსის ფარგლებში, აბრაჰამ პუანშევალი კიდევ 9 წიწილის გამოჩეკვას აპირებს. 

პუანშევალი შემინულ ვიტრინაში, ახლა უკვე 9 კვერცხს, ჩაღრმავებულ სკამზე აზის. მას მაღალი ტემპერატურის შესანარჩუნებლად პლედი აქვს შემოხვეული, საათში ერთხელ შეუძლია ნახევარი საათი შეისვენოს. მხატვრისთვის სპეციალური დიეტა შემუშავდა ჯანჯაფილის მაღალი შემცველობით. 

პუანშევალმა აქცია-პერფორმანსი მარტის ბოლოს დაიწყო. აბრაჰამი ამბობს, რომ მისი სურვილია გაიგოს ფრინველის შეგრძნებები, როდესაც ისინი შვილებს ჩეკავენ.

ასეთი უცნაური პერფორმანსი აბრაჰამ პუანშევალისთვის პირველი არ არის. თებერვლის ბოლოს 2 მარტამდე, 6 დღის განმავლობაში ის ორ ქვას შორის გაკეთებულ ნაპრალში იმყოფებოდა. 

კომენტარები ()