imedi /  20 აპრილი 2017, 20:03 / სანდო წყარო

დენვერში კანაფის ეკლესია გაიხსნა

Huffington Post-ის ცნობით, ამერიკულ ქალაქ დენვერში კანაფის საერთაშორისო ეკლესია გაიხსნა. მედიის ცნობით, კანაფის ეკლესიამ ლუთერანული მრევლის შენობა ჩაანაცვლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი მონაწილეები აპირებენ მარიხუანის რიტუალური მოწევის ცერემონიების ჩატარებას. ასევე, კინოჩვენებებს კანაფზე და სხვადასხვა მსახიობებთან და მუსიკოსებთან შეხვედრების ღონისძიებებს.

კოლორადოს შტატში, კანაფის შენახვა და გამოყენება დაშვებულია, მაგრამ იკრძალება მისი მიღება საჯარო ადგილებში. ამიტომაც კანაფის საერთაშორისო ეკლესიაში შესვლა, მხოლოდ მოსაწვევით იქნება შესაძლებელი.

ეკლესიის წარმომადგენელმა ლი მოლოიმ განაცხადა, რომ მათ არ სწამთ ავტორიტარული სტრუქტურების და არ იბრალებენ ცოდნას „ღმერთის ნების შესახებ“. მოლოის თქმით, ორგანიზაცია არ აპირებს გაყიდოს მარიხუანა ან მისი მოხმარების ინსტრუმენტები.

19 აპრილს ცნობილი გახდა, რომ შტატებში მარიხუანას პირველი მაღაზია გაიხსნა. დაწესებულება გაკონტროლდება იმ რეგულაციებით, რომელიც ზოგადად მარიხუანის გაყიდვაზე ვრცელდება. კონკრეტულად კი, მაღაზიაში აკრძალული იქნება 21 წლამდე პირისთვის ნარკოტიკული საშუალების მიყიდვა.

აღსანიშნავია, რომ აპრილში მარიხუანას დეკრიმინალიზაციას საფრანგეთის პრეზიდენტობის ოთხმა კანდიდატმა დაუჭირა მხარი. 

კომენტარები ()