imedi /  20 აპრილი 2017, 23:12 / სანდო წყარო

გოგომ Power Point-ის პრეზენტაციით ბიჭისთვის თავის მოწონება სცადა და პასუხიც მიიღო

ამერიკელმა სტუდენტმა ლიზი ფენტონმა, კარტერ ბლოჩვიცისთვის Power Point-ში საკუთარ თავზე პრეზენტაცია მოამზადა, სადაც წერდა იმ უპირატესობების შესახებ, რომელსაც ბიჭს მასთან დაწყვილება მოუტანდა.

 


პირველ სლაიდში - „რატომ ღირს ჩემთან ერთად ყოფნა“, ფენტონმა აღნიშნა, რომ თუ ოჯახი სერიოზული გოგოს მოძებნის თაობაზე „ტვინს უბურღავს“, ის ამისთვის იდეალური კანდიდატია.

გარდა ამისა, ფენტონი აცხადებს, რომ შეეგუება ბოიფრენდის პოლიგამიას და ამას ორიგინალური მეთოდით შეებრძოლება: „რაც შეიძლება ხშირად შევიცვლი სტილს, რათა სხვადასხვა გოგოს სახის წარმოვჩნდე შენს წინაშე“, - წერს პრეზენტაციაში ფენტონი.

სლაიდზე „ჩემი მკერდი დიდი დროის მანძილზე სტაბილური ზრდის პროცესშია“, გოგო დემონსტაციულ გათვლებს აქვეყნებს, სადაც 2025 წლისთვის მისი მკერდის ზომა თავის მოცულობის ზომამდე გაიზრდება.

ფენტონმა პრეზენტაცია Twitter-ზე ატვირთა და ასევე გამოაქვეყნა ბიჭის პასუხიც: „ძალიან კარგი. გთხოვ აღარ მომწერო“

 


თუმცა Microsoft-მა ლიზის ნამუშევარი დააფასა: „დაგავიწყდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: Power Point-ის ბრწყინვალე პრეზენტაციების შემქნელი“.

 

 

კომენტარები ()