imedi /  21 აპრილი 2017, 19:30 / სანდო წყარო

ელისაბედ მეორემ დღეს 91-ე დაბადების დღე აღნიშნა

ელისაბედ II

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე დღეს 91 წლის გახდა. მონარქის პატივსაცემად, ლონდონის გაიდ-პარკში, თაუერსა და უინძორების სასახლესთან მდებარე პარკში საზეიმო სროლები გაისმა.

ბუკინგემის სასახლის ოფიციალურ Twitter-ზე მომავალი დედოფლის ნათლობის ფოტო გამოაქვეყნეს. 1926 წლის ფოტოზე ის ხელში დედას ჰერცოგინია ელისაბედს უჭირავს. 

 

 

უელსის პრინცის რეზიდენციის გვერდზე კი 1952-წლის ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც ელისაბედ მეორე შვილთან ერთადაა. 

მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ მეორე უინძორი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური, ტახტზე 1953 წლის 2 ივნისს ავიდა. ჰერცოგ ფილიპისგან მას ოთხი შვილი: ჩარლზი, ანა, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 

კომენტარები ()