imedi /  21 აპრილი 2017, 20:26 / სანდო წყარო

საყვარელი საფეხბურთო გუნდის გამარჯვებისთვის ფანებმა ეგზორციზმის სეანსი ჩაატარეს

მექსიკური კლუბის „კრუს ასულის“ გულშემატკივრებმა სტადიონის წინ ეგზორციზმის სეანსი ჩაატარეს, რადგანაც სწამთ, რომ სტადიონზე არსებული დემონები კლუბს, უკვე 20 წელია, გამარჯვებაში უშლიან ხელს. ინფორმაციას Mirror-ი აქვეყნებს.

რიტუალის სათანადო ჩატარებისთვის, ქალაქ ტულა დე ალენდეში მექსიკაში ცნობილი ნათელმხილველი ზულემა მიიწვიეს.

რიტუალის ჩატარების შემდეგ ზულემამ განაცხადა, რომ 1997 წელს კლუბის სტადიონი მართლაც დაწყევლეს. ეს იყო წელი, როდესაც „კრუს ასულის“კლუბი ბოლოჯერ გახდა მექსიკის ჩემპიონი.

თუ მეთოდი გაამართლებს, ზულემას შემდეგი ნაბიჯი ფეხბურთელების „სულიერი განწმენდა“ იქნება. აღსანიშნავია, რომ "ეგზორციზმის" სეანსი ნათელმხილველმა უფასოდ ჩაატარა. 

„კრუს ასულის“ შემდეგი მატჩი „გვადალაჰარას“ ნაკრებთან 22 აპრილსაა ჩანიშნული.

 

კომენტარები ()