imedi /  06 მაისი 2017, 23:05 / სანდო წყარო

ამერიკელმა დიზაინერმა 2 მილიონდოლარიანი საქორწილო კაბა შექმნმა

ამერიკელმა დიზაინერმა, რიმ აკრამ 2,14 მილიონი დოლარის ღირებულების საქორწილო კაბა შექმნა. ამის შესახებ Luxurylaunches იტყობინება.

კაბა მანტიით ტრადიციულ თეთრ ფერშია შესრულებულია, მაგრამ გაწყობილია 165 კარატის ძვირფასი ქვებით და Tiffany & Co-ს საიუველირო ნაკეთობებით.

გამოცემის ინფორმაციით, ამ კაბის ფასი 144-ჯერ აღემატება იმ ფასს, რასაც ბრიტანელები ჩასაცმელში ხარჯავენ.

მათთვის, ვინც ჯერ არ არის მზად ასტრონომიული თანხა დახარჯოს იმაში რაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთი დღე უნდა ჩაიცვას, არსებობს სხვა ალტერნატიული გზაც. მაგალითად ბრიტანულმა მარკამ Topshop-მა შექმნა სპეციალური კოლექცია, სადაც საქორწილო კაბების ფასი 440 დოლარიდან იწყება, პატარძლის მეჯვარეს კი კაბის შეძენა 100 დოლარადაც შეუძლია.

 

კომენტარები ()