imedi /  07 მაისი 2017, 08:26 / სანდო წყარო

ოსკაროსანი მსახიობი ლუი ვიტონის სამოდელო სახლის სარეკლამო კამპანიაში ჩაერთო

ალისია ვიკანდერი

შვედმა მსახიობმა, ალისია ვიკანდერმაფრანგული მოდის სახლის Louis Vuitton-ს სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ კონპანიამ რამდენიმე ფოტოც გამოაქვეყნა Instagram-ზე.


მსახიობმა ჩანთების კოლექციიდან რამდენიმე მოდელი წარმოადგინა, რომლებიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მხატვრების ნახატებით არის შექმნილი. Speedy-ს, Keepall-ის და Neverfull-ის ჩანთებზე გადმოტანილია  უდიდესი ფერმწერების ნამუშევრები.


ალისია ვიკანდერი ოსკაროსანი მსახიობია, რომელმაც ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო მხატვარი გერდას როლის შესრულებისთვის აიღო ფილმში “დანიელი გოგონა“.

კომენტარები ()