imedi /  14 მაისი 2017, 17:12 / სანდო წყარო

მელანია ტრამპს ფეხსაცმელების ფაბრიკის წინ ძეგლს დაუდგამენ

დონალდ ტრამპი
მელანია ტრამპი

მელანია ტრამპს ბოსნია-ჰერცოგოვინაში, ფეხსაცმელების ფაბრიკის წინ ძეგლს დაუდგამენ, ამის შესახებ ფაბრიკის ერთ-ერთმა დირექტორმა განაცხადა. ინფორმაციას Newsweek ავრცელებს.

ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების დროს, ფაბრიკაში, რომელიც ბოსნიელ სერბებს ეკუთვნის, მელანიასთვის სპეცშეკვეთით ორი წყვილი ფეხსაცმელი შეკერეს და მას ექსპრესფოსტით გაუგზავნეს. ამით მფლობელებმა მელანიას მეუღლის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.

ფაბრიკის დირექტორი მარინკო უმიცევიჩი, ასევე აპირებდა ტრამპის ინაუგურაციასაც დასწრებოდა, თუმცა მას ამერიკის ვიზა არ მისცეს. ახლა კი ამერიკის პირველი ლედის პატივსაცემად, უმინცევიჩი აპირებს მელანიას ძეგლი ქალაქ ბანია-ლუკაში, ფაბრიკის წინ დადგას.

კომენტარები ()