imedi /  15 მაისი 2017, 22:36 / სანდო წყარო

ბერონ ტრამპი ვაშინგტონის გარეუბანში ისწავლის

დონალდ, მელანი და
ბარონ ტრამპები

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი, 11 წლის ბერონ ტრამპი მერილენდის წმინდა ანდრიას სახელობის სკოლაში ისწავლის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ხმები იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი არა ვაშინგტონში, არამედ მის გარეუბანში ისწავლიდა, ჯერ კიდევ გასულ კვირას გავრცელდა, თუმცა მაშინ ოფიციალურად ეს ინფორმაცია არავის დაუდასტურებია.

დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველმა ლედიმ ბერონის სკოლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და შვილს სასწავლებლად მერილენდში, წმინდა ანდრიას სახელობის სკოლაში უშვებს.

"გვიხარია, რომ ბერონი ამ სკოლაში ისწავლის, ვინაიდან წმინდა ანდრიას სახელობის სკოლის მოსწავლეთა მიღწევები და სასწავლო პროცესის მრავალფეროვნება, ყველასთვის ცნობილია", - აცხადებს მელანია ტრამპი.

გამოცემის ცნობით, სკოლის ყოველწლიური ღირებულება, რომელშიც ბერონ ტრამპი სწავლას გააგრძელებს, 40 ათასი დოლარია. ბერონ ტრამპი პრეზიდენტების შვილებს შორის პირველია, ვინც ვაშინგტონში არ ისწავლის. 

კომენტარები ()