imedi /  16 მაისი 2017, 10:55 / სანდო წყარო

ჩინეთში ძაღლმა ცოცხლად დამარხული ბავშვი გადაარჩინა

ჩინეთის ქალაქ ძიანძინში ძაღლმა ცოცხლად დამარხული ბავშვი გადაარჩინა. მან ახალშობილის სუნი იგრძნო და ორმოს თხრა დაიწყო. ინფორმაციას The Sun ავრცელებს.

ძაღლის უჩვეულო საქციელი მისმა პატრონმა შენიშნა, ინტერესის გამო ადგილზე მისულმა კი თეთრ ქსოვილში გახვეული ჩვილი ნახა.

ერთი თვის ასაკის ბავშვი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. მედიკოსების მტკიცებით მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ჩვილის მშობლებს ახლა პოლიცია ეძებს. სამართლდამცველები ეჭვობენ, რომ მშობლებს ბავშვი გარდაცვლილი ეგონათ და შეცდომით დაასაფლავეს. 

კომენტარები ()