imedi /  16 მაისი 2017, 23:34 / სანდო წყარო

ხელის ასჯერ თხოვნის შემდეგ ბრიტანელი ქალი ქორწინებას დასთანხმდა

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა ტონი შირსმა შეყვარებულს ხელი დაახლოებით ასჯერ სთხოვა, თუმცა თანხმობა მიიღო მხოლოდ მაშინ, როდესაც ქალი საავადმყოფოში საშიში დაავადების დიაგნოზით მოხვდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. 

კაცმა ბარბარა პეპერი ოცი წლის წინ გაიცნო და ძალიან მალე მასზე დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ ბარბარასგან უარი მიიღო. "მე უარს ვეუბნებოდი, იმიტომ რომ ეჭვი მეპარებოდა, რამდენად ღირდა დაშორების შემდეგ, კიდევ ერთხელ გათხოვება", - თქვა ქალმა.

2 კვირის წინ 66 წლის ბარბარა ფილტვის ინფექციის გამო საავადმყოფოში დააწვინეს. რთული ოპერაციის შემდეგ, ტონი ოთახში დახვდა და ხელი კიდევ ერთხელ სთხოვა. ამჯარად ბარბარამ უარი ვეღარ უთხრა.

"ვერ ვიჯერებდი, რომ დამთანხმდა", - აღიარა ტონიმ. ოპერაციიდან რამდენიმე დღეში წყვილმა ხელი პირდაპირ საავადმყოფოში მოაწერა, ხოლო ექიმებმა და ექთნებმა ახალდაქორწინებულებს სუფრა გაუშალეს. 

კომენტარები ()