imedi /  17 მაისი 2017, 16:16 / სანდო წყარო

BBC-ს წამყვანი ინტერვიუს დროს ქალს მკერდზე შეეხო

BBC-ს წამყვანი ბენ ბრაუნი მკერდზე შეეხო ქალს, რომელმაც ინტერვიუს ჩაშლა მოინდომა. ინციდენტის შესახებ ჟურნალისტმა შესახებ Twitter-ზე დაწერა.

შემთხვევა ინგლისში, ქალაქ ბრადფორდში მოხდა. ბენ ბრაუნი ტელევიზიის პოლიტიკური ამბების ჟურნალისტ ბორმარ სმიტთან ინტერვიუს წერდა, როცა მოულოდნელად კადრში ახალგაზრდა ქალი გამოჩნდა, კამერას შეხედა, მაღლა თითი ასწია და წარმოთქვა ფრაზა „აბსოლუტურად ფანტასტიური“.

ბენ ბრაუნი არ დაიბნა, მან ქალის გვერდზე გაწევა სცადა და ამ დროს მკერდზეც შეეხო. შეურაცხყოფილი ქალი კამერას მოშორდა, თუმცა მანამდე ჟურნალისტს მხარზე დაარტყა.

ბენ ბრაუნმა Twitter-ზე მაყურებელს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ ინციდენტი მოულოდნელად და სრულიად გაუთვალისწინებლად მოხდა.


კომენტარები ()