imedi /  17 მაისი 2017, 17:39 / სანდო წყარო

იაპონიის პრინცესა სიყვარულის გამო ტიტულზე უარს ამბობს

პრინცესა მაკო აკისინო

იაპონიის იმპერატორის უფროსმა შვილიშვილმა გადაწყვიტა უარი თქვას ტიტულზე და ცოლად არატიტულოვან, რიგით ადამიანს გაჰყვეს. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

პრინცესა მაკომ ტოკიოში საერთაშორისო ქრისტიანული უნივერსიტეტი დაამთავრა ისევე როგორც მისმა 25 წლის რჩეულმა კეი კომურომ. წყვილი პირველად 5 წლის წინ, დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში შეხვდა. ცნობილია, რომ პრონცესამ საქმრო უკვე გააცნო ოჯახს, რომელმაც მათ ქორწინების ნება დართო.

გამოცემის ინფორმაციით, კომურო გატაცებულია სათხილამურო სპორტით, ვიოლინოზე დაკვრით და კულინარიით.

ქორწინების შემდეგ პრინცესას ტიტული ჩამოერთმევა.

კომენტარები ()