imedi /  17 მაისი 2017, 18:47 / სანდო წყარო

ლონდონის ცაზე უამრავი ფუტკრის გამოჩენამ საგზაო მოძრაობა შეაფერხა

ლონდონის ცაზე, დღის პიკის საათში, უამრავი ფუტკარმა ერთდროულად გადაიფრინა. ფეხითმოსიარულეები და მძღოლები ლონდონის ქუჩებში ერთდროულად გაჩერდნენ, რათა სანახობისთვის თვალი ედევნებინათ. ამან კი საგზაო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Metro ავრცელებს.

ფუტკრების გადაფრენის ამსახველი ვიდეო Youtube-ზე გავრცელდა.

ბრიტანული მედიის ცნობით, პრობლემა ადგილობრივმა მეფუტკრემ ფილ კლაკსონმა გადაჭრა. მან ქუჩაში სკები გამოიტანა, რომელშიც ფუტკრების დიდმა ნაწილმა მოიყარა თავი.

 

კომენტარები ()