imedi /  17 მაისი 2017, 23:41 / სანდო წყარო

ნიდერლანდების მეფე სამგზავრო თვითმფრინავის პილოტად მუშაობს

ვილემ-ალექსანდერი

ნიდერლანდების მეფე, ვილემ-ალექსანდერი გამოტყდა, რომ ტახტზე ასვლის შემდეგაც ინკოგნიტოდ რეგულარულად მართავს სამგზავრო ავიახაზის თვითმფრინავს. მონარქი მეორე პილოტად მუშაობდა რეისებზე, მგზავრები კი ზოგჯერ ცნობდნენ მის ხმას, - წერს BBC იუწყება. 

მისი ამ გატაცების შესახებ 2013 წლამდეც იყო ცნობილი, ანუ მის მეფედ კურთხევამდეც. თუმცა, ის რომ იგი დღემდე განაგრძობდა პილოტად მუშაობას, ფართო საზოგადოებამ მხოლოდ მისი აღიარების შემდეგ შეიტყო. 

ადრე მონარქმა განაცხადა, რომ სასახლეში რომ არ დაბადებულიყო, Boeing 747-ის პილოტად სიამოვნებით იმუშვებდა.

მეფე ვილემ-ალექსანდერი მეფე მას შემდეგ გახდა, რაც მისმა დედამ, დედოფალმა ბეატრიქსმა 2013 წელს ტახტზე უარი თქვა. ამ წლის აპრილში მეფე 50 წლის გახდა.

კომენტარები ()