imedi /  18 მაისი 2017, 15:45 / სანდო წყარო

მსოფლიოში ყველაზე დიდი კატა 14 კილოგრამს იწონის

კატა, რომელიც 14 კილოგრამს იწონის, შესაძლოა მსოფლიოს ყველაზე დიდ შინაურ კატად აღიარონ. ამის შესახებ ინფორმაციას tvn24 ავრცელებს.

კატა მელბურნში ცხოვრობს. მისი მეპატრონე ამბობს, რომ ომარი დროის ყველაზე დიდ ნაწილს ძილში ატარებს. მას არ უყვარს ადამიანების გარემოცვაში ყოფნა და მათ ცნობისმოყვარე მზერას დივანის ქვეშ ემალება.

ომარი, შინაური კატის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯიშს - მეინ კუნის მიეკუთვნება, რომელიც პირველად აშშ-ში გამოიყვანეს, დღეს კი მთელ მსოფლიოში საოცარი პოპულარობით სარგებლობს როგორც შინაური ცხოველების მოყვარულთა, ისე გამოფენების მომწყობთა შორის. 

კატის თაობაზე უკვე მიმართეს გინესის ადმინისტრაციას.

კომენტარები ()