Imedi /  18 მაისი 2017, 17:51 / სანდო წყარო

კაცმა ქალს პაემანზე სმარტფონში ყურების გამო სასამართლოში უჩივლა

აშშ-ის შტატ ტეხასში მცხოვრებმა 37 წლის ბრანდონ ვეზმარმა ქალს სასამართლოში უჩივლა, რადგან ის მათ პირველ პაემანზე მუდმივად სმარტფონში იცქირებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Austin American-Statesman-ი ავრცელებს.

ვეზმარმა სასამართლოში 17 დოლარისა და 31 ცენტის ანაზღაურება მოითხოვა, რომელიც კინოთეატრის ბილეთებში დახარჯა. კაცის თქმით “Guardian of the Galaxy 2”-ის სეანსის დროს, ქალი ფილმს არ უყურებდა და სმარტფონში იხედებოდა, რის გამოც პაემანი ჩაიშალა.

კაცმა რამდენჯერმე სთხოვა ტელეფონისთვის თავი დაენებებინა, მაგრამ საპასუხოდ ქალი დარბაზიდან გავიდა და არ დაბრუნებულა.

 

კომენტარები ()