imedi /  19 მაისი 2017, 16:52 / სანდო წყარო

იტალიელმა კაპუჩინოს შეთავაზების შემდეგ თვითმკვლელობა გადაიფიქრა

იტალიის ქალაქ ტურინში, კაცი 22 საათის განმავლობაში საზოგადოებას თვითმკვლელობით ემუქრებოდა და გადაიფიქრა მხოლოდ მაშინ, როდესაც პოლიციელებმა ერთი ჭიქა კაპუჩინო შესთავაზეს. ამის შესახებ გამოცემა Repubblica Torino წერს.

52 წლის ფერდინანო ურზინი, საკუთარ ბინაში ჩაიკეტა. მთელი ღამის განმავლობაში ის აივნიდან ავეჯს, ჭურჭელსა და ნაგავს ისროდა. გარდა ამისა კაცს Facebook-ზე ტრანსალცია მიჰყავდა, თუმცა ის სამართალდამცველების გამოჩენისთანავე შეწყდა.

ურზინის ბიპოლარული აფექტური აშლილობა სჭირს. ის ამტკიცებდა, რომ მას მაფია ემუქრებოდა. კაცთან მოლაპარაკებები დილამდე გაგრძელდა და მხოლოდ ცხელი კაპუჩინოსა და საუზმის შეთავაზების შემდეგ, იტალიელმა კარი გააღო. 

კომენტარები ()