imedi /  18 ივნისი 2017, 11:32 / სანდო წყარო

კოსტა-რიკის პრეზიდენტს ინტერვიუს დროს პირში ბზიკი შეუფრინდა

კოსტა-რიკის პრეზიდენტმა ლუის გილერმო სოლისმა ბზიკი გადაყლაპა. ინციდენტის ამსახველ კადრებს ABC 6 ავრცელებს. მწერი სოლისს პირში ინტერვიუს დროს შეუფრინდა, როდესაც ის ახალი ქარხნის გახსნის შესახებ საუბრობდა.

პრეზიდენტი არ დაიბნა და ბზიკი გადაყლაპა. „მე ის შევჭამე. ბზიკი შევჭამე. ეს ვიდეო CNN-ზე უნდა გაიგზავნოს“, - იხუმრა პრეზიდენტმა.

კომენტარები ()