imedi /  18 ივნისი 2017, 15:47 / სანდო წყარო

ამერიკელი პედაგოგი ტრამპთან ფოტოს გადაღების შემდეგ ინტერნეტვარსკვლავი გახდა

ნიკოს იანიპულოსი ტრამპებთან ერთად

ამერიკელი პედაგოგი როდ-აილენდიდან ინტერნეტვარსკვლავი გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპთან უჩვეულო კოსტიუმში გადაიღო ფოტო.

29 წლის ნიკოს იანიპულოსმა თავის შტატში წლის მასწავლებლის წოდება მოიპოვა და ამავე წოდების მქონე სხვა ამერიკელ პედაგოგებთან ერთად თეთრ სახლში პრეზიდენტთან შესახვედრად ჩავიდა. თუმცა სხვებისგან განსხვავებით, მხოლოდ მისმა ფოტომ დაიმსახურა სოციალური ქსელის მომხმარებელთა ინტერესი და მოწონება. ამის მიზეზი კი ის აქსესუარებია, რომლებიც ნიკოსმა ფოტოზე წარმოაჩინა.

მას ეცვა ცისფერი კოსტიუმი, რომელზეც მიმაგრებული ჰქონდა ცისარტყელას გამოსახულება. ამით, როგორც თავად წერს, მასწავლებელს სურდა „ლგბტ საზოგადოებისადმი თავისი პატივისცემა გამოეხატა.“ მას ასევე ეკეთა აფრის ფორმის სამკაული და ბოლოს, შავი მარაო, რომელიც იანიპულოსს ფოტოზე ხელში უჭირავს. ნიკოსი ამბობს, რომ „ამით მას სურდა გენდერული ანტიკონფორმიზმის თავისუფლება და მხიარულება ეჩვენებინა.“

თეთრი სახლის თანამშრომლებმა მას ფოტოს გადაღების დროს მარაოს გადაგდება სთხოვეს, მაგრამ მასწავლებელმა ეს საკითხი პრეზიდენტთან შეათანხმა. ნიკოსის თქმით, ტრამპს მარაო მოეწონა. „მე პრეზიდენტს ვკითხე, ხომ არ იქნებოდა წინააღმდეგი, თუკი ფოტოს მარაოთიგადავიღებდი, რაზეც მან მიპასუხა, არაო. ასე რომ მე ჩემი მარაო ამოვიღე და პოზირებისთვის მოვემზადე,“- განაცხადა პედაგოგმა რადიო NPR-თან ინტერვიუში. 

კომენტარები ()