imedi /  19 ივნისი 2017, 00:57 / სანდო წყარო

დედამიწის ირგვლივ კანოეთი 3-წლიანი მოგზაურობა წარმატებით დასრულდა

ორკორპუსიანმა ჰავაურმა კანოემ და მისმა ეკიპაჟმა დედამიწის ირგვლივ სამწლიანი მოგზაურობა წარმატებით დაასრულა და ჰონოლულუს პორტში შევიდა. ინფორმაციას Hawaii News Now ავრცელებს.

საოცარ კუნძულზე (magic Island) კანოესა და ეკიპაჟის წევრების დასახვედრად ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მოგზაურებს სპეციალური დახვედრა მოუწყო ჰონოლულუს მერმა კილკ ქოლდუელმა. 

დედამიწის გარშემო მოგზაურობის მიზანი ეკოლოგიური იდეების გავრცელება იყო. ეკიპაჟმა ნაოსნობის დროს გამოიყენა უძველესი სანავიგაციო სისტემა, რაც ვარსკვლავებზე, მზეზე, ტალღებსა და ჩიტებზე დაკვირვებას გულისხმობს. ამ ყველაფრის დახმარებით, კანოემ 40 ათასი საზღვაო მილის გავლა და 150-ზე მეტ პორტში შესვლა შეძლო.

 

 

კომენტარები ()