imedi /  19 ივნისი 2017, 15:39 / სანდო წყარო

გამომგონებელმა პლაჟზე მიწისქვეშა სახლი გააშენა

ბრიტანელმა გამომგონებელმა კოლინ ფერცმა პლაჟზე საზაფხულო სახლი გააშენა, რომელსაც ორსართულიანი მიწისქვეშა დონე აქვს. 

პირველი დონე, ე.წ. "მისაღები ოთახია", რომლის ქვემოთაც კომიქსებითა და სათამაშოებით სავსე საბავშვო ოთახი იმალება. მესამე ოთახი, მოსასვენებელია, სადაც რბილ დივანზე მოსვენება, ცხელი ჩაის დალევა და ლამაზ ნახატზე დაკვირვება შეიძლება. 

კოლინ ფერცი, ვიდეობლოგერი, სანტექნიკოსი, კასკადიორი და გამომგონებელია. მისი არხი დაახლოებით 4,8 მილიონ ადამიანს აქვს გამოწერილი. 

კომენტარები ()