imedi /  19 ივნისი 2017, 20:02 / სანდო წყარო

აშშ-ში ზოოპარკიდან მაიმუნის გაქცევა ვიდეოზე დააფიქსირეს

სან-ანტონიოს ზოოპარკიდან მაიმუნის გაქცევის ვიდეო ზოოპარკის ვიზიტორმა გადაიღო. ინფორმაციას Fox San Antonio ავრცელებს.

გიბონის ჯიშის მაიმუნმა ვოლიერში მავთულხლართის გახსნილი მონაკვეთი იპოვა, შემთხვევით ისარგებლა, ამოძვრა ვოლიერის თავზე და უახლოეს ხესთან მიირბინა, რომელშიც დაიმალა.

გიბონი ზოოპარკის თანამშრომლებმა მალევე დაიჭირეს და ვოლიერში დააბრუნეს. 

კომენტარები ()