imedi /  15 ივლისი 2017, 21:31 / სანდო წყარო

ტრამპის ადმინისტრაციამ მოქალაქეს მისალოცი ბარათი ობამას ხელმოწერით გაუგზავნა

ბრიტანელს, რომელმაც აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო, თეთრი სახლიდან მისალოცი ბარათი მიუვიდა, რომელსაც ხელს ბარაკ ობამა აწერს.

ბრიტანელის მეუღლის, აიშა სულტანის თქმით დოკუმენტებთან ერთად, მისმა ქმარმა, პრეზიდენტის გზავნილიც მიიღო.

“ჩემი მეუღლე, რომელიც დიდ ბრიტანეთში დაიბადა, აშშ-ის მოქალაქეობის მიღებისას ფიცს დადებს. მიღებული დოკუმენტების შეკვრაში დევს წერილი ამერიკის პრეზიდენტისგან, რომელსაც ხელს ობამა აწერს“, - ამ შინაარსის პოსტს აიშა სულტანი Twitter-ზე აქვეყნებს.

ობამას საპრეზიდენტო ვადა ამა წლის 20 იანვარს ამოიწურა, იმ დღეს, როდესაც დონალდ ტრამპის ინაუგურაცია შედგა.
 

 

 

კომენტარები ()