imedi /  16 ივლისი 2017, 16:58 / სანდო წყარო

21 კატის მკვლელობისთვის კაცს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

26 წლის კალიფორნიელ ფერმერს რობერტ როის 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს კატების მკვლელობისთვის. სასამართლომ როის სულ 21 კატის მკვლელობაში დასდო ბრალი. ინფორმაციას გაზეთი „USA Today“ ავრცელებს.

კატების მოკვლა ახალგაზრდა ფერმერმა 2015 წლიდან დაიწყო. პოლიციამ როი მაშინ დააკავა, როცა მას მანქანაში ეძინა, სადაც მოკლული კატები ელაგა. მანქანაშივე იპოვეს დანა, რომლითაც ფერმერი ცხოველებს კლავდა.

გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ მოკვლის მიზნით, როის კატები მათი საცხოვრებელი სახლებიდან მოტყუებით გამოჰყავდა.

კომენტარები ()