imedi /  16 ივლისი 2017, 17:15 / სანდო წყარო

შერონ სტოუნი მადონას კრიტიკას პასუხობს

მადონა და შერონ სტოუნი

თუფაკ შაკურის მიერ პოპვარსკვლავ მადონასადმი მიწერილი წერილის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც თუფაკი მადონასთან დაშორების მიზეზად მომღერლის "თეთრკანიანობას" ასახელებს, კიდევ ერთი წერილის შესახებ გახდა ცნობილი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მადონა ვინმე "ჯ"-ს სწერს (სავარაუდოდ, მსახიობ ჯონ ენოსს, რომელთანაც მადონას სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა), რომ ზოგჯერ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება და ცხოვრების შესახებ "ბნელი აზრები" მოსდის გონებაში. წერილში მადონა მსახიობ შერონ სტოუნსა და მომღერალ უიტნი ჰისტონზეც ლაპარაკობს და მათ კარიერას შემდეგნაირად აფასებს: "რომ ვერ დაესიზმრებოდათ, ისეთი წარმატება აქვთ". წერილი, 90-იან წლებშია დაწერილი.

მადონას გასაჯაროებულ წერილს მსახიობი შერონ სტოუნი პასუხობს და ამბობს, რომ წერილის გამო მადონასთან ჩხუბს არ აპირებს. ამის შესახებ სტოუნმა Facebook-ზე დაწერა.

"ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ვიცით, რომ საკუთარი ნაკლოვანებების აღიარება და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა ჩვენივე ძლიერი მხარეების გამოსავლენად ერთადერთი გზაა. მხოლოდ ასე შეგვიძლია გავხდეთ ისინი, ვინც ვართ. მიყვარხართ და აღფრთოვანებული ვარ თქვენით, ვერაფრით შევძლებ, რომ თქვენ წინააღმდეგ განვეწყო. იცოდეთ, მე თქვენი მეგობარი ვარ. ზოგჯერ როკვარსკვლავობა მეც მდომებია და ამ მომენტში სწორედ იმნაირ ნაკლოვან ადამიანად ვგრძნობდი თავს, როგორსაც თქვენ აღწერთ წერილში", - წერს შერონ სტოუნი.

მადონას წერილი, რომელიც Gotta Have Rock and Roll-ის აუქციონზე 19 ივლისს უნდა გაყიდულიყო, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, თუმცა ლოტიდან მალევე მოხსნეს. წერილში მადონა ამბობს, რომ მიუღებელია ის, რასაც მის შესახებ წერენ:

"რომ არც კი შემიძლია ისეთ მუსიკალურ და სამსახიობო კარიერაზე ოცნება, როგორიც უიტნი ჰიუსტონს და შერონ სტოუნს აქვთ. ისინი დაბალი დონისანი არიან და ამის მიუხედავად, მათ დადებით მხარეებს ჩემ დასამცირებლად ხშირად იყენებენ", - წერს მადონა.

კომენტარები ()