imedi /  16 ივლისი 2017, 21:47 / სანდო წყარო

United Airlines-მა რეპერ ScHoolboy Q-ს ძაღლი შეცდომით სხვა ქალაქში გააგზავნა

რეპერი ScHoolboy Q

რეპერი ScHoolboy Q ავიაკომპანია United Airlines-ისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამის მიზეზი კი ავიაკომპანიის მიერ რეპერის ძაღლის სხვა ქალაქში გაგზავნაა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. რეპერმა პოსტი Twitter-ზეც დადო.

როგორც ირკვევა, ScHoolboy Q, ძაღლთან ერთად, შტატ მისურიდან, კალიფორნიაში მიფრინავდა. დენვერში გადაჯდომის დროს კი კომპანიის თანამშრომლებმა შეცდომა დაუშვეს და რეპერის ძაღლი ჩიკაგოს ავიარეისზე ჩასვეს.

მოგვიანებით, ძაღლი რეპერს დაუბრუნეს, თუმცა ScHoolboy Q სასამართლოში ჩივილს მაინც გეგმავს. 

 

კომენტარები ()