Imedi /  17 ივლისი 2017, 13:36 / სანდო წყარო

ტინდერის მომხმარებელი საყვარლებს აშანტაჟებდა

ქალაქ ოლიმპიაში(შტატი ვაშინგტონი, აშშ) მცხოვრები კორეელი სიულ კი იუმი, ერთი თვით ციხეში ჩასვეს, რადგან ის გაცნობის სერვისი Tinder-ის საშუალებით, კაცებს ფულს სძალავდა. ამის შესახებ International Business Times-ი წერს. 

26 წლის იუმი, 3 წლის განმავლობაში, სექსუალური კონტაქტის შემდეგ თავის საყვარლებს არწმუნებდა იმაში, რომ მათგან ორსულად იყო, ამის შემდეგ კი კაცების ცოლებსა და ოჯახებისთვის, ინფორმაციის გასაჯაროებით ემუქრებოდა. მთლიანობაში იუმიმ 300 ათასი დოლარი მოაგროვა. 

თანხას გოგონა ძირითადად ბინის ქირაში და ტანსაცმელებში ხარჯავდა. 

სასამართლომ "უპრეცენტენოდ დაბალი" სასჯელი დაუწესა, რადგანაც იუმიმ დანაშაული აღიარა და აქტიურად თანამშრომლობდა სამართალდამცველებთან. 

კომენტარები ()