Imedi /  17 ივლისი 2017, 17:18 / სანდო წყარო

მაიმუნმა 50 ათასამდე ზამბიელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა

ზამბიის ქალაქ ლივინგსტონში, პავიანის ჯიშის მაიმუნი მაღალი ძაბვის ანძაზე აძრვა, რის შედეგადაც 50 ათასამდე ლივინგსტონელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამის შესახებ ZNBC News-ი წერს. 

"დამნაშავე" პავიანი არ დაშავებულა. ვეტერინარების თქმით, ამ ცხოველების თათები დენს არ ატარებს, რის გამოც ის გადარჩა. 

პავიანი - ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 75-80 სმ, მასა 30 კგ აღწევს. აქვთ გრძელი ცხვირი, ძალზე განვითარებული ეშვები, ფართო ნესტოები, გრძელი ბეწვი, რომელიც ზოგჯერ ფაფარს წარმოქმნის. 

 

კომენტარები ()