Imedi /  17 ივლისი 2017, 19:30 / სანდო წყარო

ტაივანში ცოლი ქმარს იგნორირებული sms-ების გამო დაშორდა

ტაივანის ქალაქ სინჩუში სასამართლომ ქალის გადაწყვეტილება ქალის სასარგებლოდ მიიღო, რომელსაც მეუღლესთან განქორწინება სურდა. BBC-ის ცნობით ქმარი, პროგრამა Line-ში, ცოლის გზავნილებს შეგნებულად არ აქცევდა ყურდღებას, რაც დაშორების მიზეზიც გახდა. 

კაცი, 6 თვის განმავლობაში ცოლის sms-ებს კითხულობდა, თუმცა არ პასუხობდა. უპასუხოდ დარჩა ასევე წერილი, სადაც ქალი იტყობინებოდა, რომ ავარიაში მოჰყვა. მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ, კაცმა მოიწერა, რომ ძაღლი თავს კარგად გრძნობდა და რომ მისგან ელექტრონული წერილი მიიღო. 

"წერილები Line-ში - ეს ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. ის ქორწინების მდგომარეობას ასახავს, სადაც კომუნიკაციის ნაკლებობაა", - განაცხადა მოსამართლემ. 

ქმარი სასამართლოში არ გამოცხადდა და ასევე არ უპასუხა უწყების მიერ პროცესზე დასასწრებ გზავნილს. 

კომენტარები ()