imedi /  17 ივლისი 2017, 22:12 / სანდო წყარო

97 წლის ამერიკელმა ომის ვეტერანმა სკოლის ატესტატი აიღო

ფილადელფიელმა ომის ვეტერანმა ჩარლზ ლიუციმ სკოლის ატესტატი 97 წლისამ აიღო, ამის შესახებ 6abc წერს. 

ლიუცი იძულებული გახდა სწავლა შეეწყვიტა, რათა ოჯახი ერჩინა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ჯარში მსახურობდა, რის გამოც სკოლის დამთავრება ვერ მოახერხა.

ატესტატის აღება მან ოჯახის დახმარებით შეძლო. "ბედნიერები ვართ, რომ მან ცხოვრების მთავარი ოცნება აისრულა" - განაცხადა ლიუცის ქალიშვილმა. 

თავად ჩარლზ ლიუცი არ გამორიცხავს, რომ ატესტატის აღების შემდეგ შესაძლოა კოლეჯში ჩააბაროს.

კომენტარები ()