imedi /  18 ივლისი 2017, 00:16 / სანდო წყარო

ელტონ ჯონის ყოფილი ავტომობილი აუქციონზე 655 000 ევროდ იყიდება

ბრიტანულმა აუქციონის სახლმა Silerstone-მა 1972 წელს გამოშვებული Ferrari-ს სპორტული ავტომობილი გასაყიდად გაიტანა, რომელიც მომღერალ ელტონ ჯონს 1973 წლიდან 1975 წლამდე ეკუთვნოდა. ამის შესახებ ინფორმაცია აუქციონის სახლის ვებგვერდზე გავრცელდა.

აუქციონი 29-30 ივლისს სილვერსთოუნში გაიმართება. ავტომობილი ბოლო 15 წელია კერძო კოლექციაშია. ლოტის საწყისი ფასი 655 000 ევროა. 

კომენტარები ()