imedi /  18 ივლისი 2017, 00:42 / სანდო წყარო

რონალდინიომ რამზან კადიროვთან გადაღებული ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა

რონალდინიო
რამზან კადიროვი

საფეხბურთო კლუბ "ბარსელონა"-ს ყოფილმა ნახევარმცველმა რონალდინიომ ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვთან გადაღებული ფოტო Instagram-ზე გამოაქვეყნა.

ფოტო გადაღებულია რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაზე, "ახმატომ"-სა და "ამკარომ"-ს შორის გამართული თამაშის პირველი ტაიმის შესვენებაზე, რომელიც გროზნოში ჩატარდა.

"გროზნოში არაჩვეულებრივად მიმიღეს. ძალიან შორიდან ჩამოვედი და ისეთი ყურადღებით დამხვდნენ. დიდი მადლობა "ახმატომ"-სა და რამზან კადიროვს", - წერს რონალდინიო Instagram-ზე.

კომენტარები ()