imedi /  06 აგვისტო 2017, 15:08 / სანდო წყარო

ბარაკ ობამამ დაბადების დღე ინდურ რესტორანში აღნიშნა

ბარაკ ობამა

აშშ-ის რიგით 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაბადების დღე მეუღლესთან ერთად ვაშინგტონში ინდურ რესტორან Rasika West End-ში აღნიშნა. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.

წყვილმა რესტორანში რამდენიმე საათი გაატარა. ობამები სწორედ ინდურ სამზარეულოსა და კონკრეტულად, ამ რესტორანს ანიჭებენ უპირატესობას, როცა ოჯახურ წვეულებებზე ღირშესანიშნავ თარიღებს აღნიშნავენ.

კომენტარები ()