imedi /  06 აგვისტო 2017, 20:25 / სანდო წყარო

ინგლისელი ტელეწამყვანი ჯერემი კლარკსონი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა

ჯერემი კლარკსონი

ცნობილი სატელევიზიო სერიების „Top Gear-ის ” ყოფილი წამყვანი ჯერემი კლარკსონი პნევმონიის დიაგნოზით, ესპანეთსი, მაიორკის საავადმყოფოში მოხვდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს

57 წლის წამყვანი ოჯახთან ერთად კუნძულზე დასავენებლად იმყოფებოდა, როდესაც ავად გახდა. 

ის ამჟამად Grand Tour -ის სატელევიზიო სერიების ერთ-ერთი მთავარი წამყვანია.

კლარკსონმა თავის მეგობარს ჯემიმა გოლდსმითს მისწერა, რომ საავადმყოფოში ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული და კათეტერზეა შეერთებული. მან ტვიტერზე გამოაქვეყნა თავისი მკლავის ფოტო, რომელზეც პაციენტის ლურჯი ფერის სამაჯური და კათეტერი ჩანს.

კომენტარები ()