imedi /  07 აგვისტო 2017, 00:31 / სანდო წყარო

დევიდ კამერონი წყვილმა მუსიკალურ ფესტივალზე გადაღებულ სელფიზე აღმოაჩინა

დევიდ კემერონი

დიდ ბრიტანეთში მუსიკალური ფესტივალი Wilderness-ი გაიმართა, რომელსაც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ გახდებოდა, რომ არა ფესტივალის მონაწილე წყვილის ფოტო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფესტივალის მონაწილე და ლეიბორისტული პარტიის აქტივისტი ვანესა ფრაისი მის მიერ მობილურით გადაღებულ ფოტოებს ათვალიერებდა, რა დროსაც ერთ-ერთი ფოტოს უკანა ხედზე დევიდ კამერონი შენიშნა.

აღმოჩნდა, რომ ექსპრემიერი ფესტივალს მეუღლესთან ერთად დაესწრო.

"სელფი გადავიღეთ. შემდეგ სტივმა დახედა ფოტოს და შეჰყვირა: ღმერთო ჩემო, მგონი ეს დევიდ კამერონია. დაჯერება მიჭირს, რომ ის კამერას უყურებდა", - ამბობს ვანესა ფრაისი.

კამერონი ფესტივალის არტ კონსულტანტმაც შენიშნა და მასთან ერთად ფოტო გადაიღო, რომელიც Instagram-ზე გამოაქვეყნა.

 

 

Couldn't have even planned it 😂 (big Dave C in the house, shame he can't read)

A post shared by Lucy Edwards (@laeedwards) on

 

კომენტარები ()